სტატიები -> მემკვიდრეობითი სამართალი
დელიქტი

02.03.2022

არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე:   კანონით მემკვიდრეობა და  ანდერძით მემკვიდრეობა.
კანონით მემკვიდრეობის დროს, კანონი თვითონ არეგულირებს ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით, ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. სამკვირდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად, ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება. ხოლო  თუ სამკვიდროს ქონებაზე მემკვირეებს შორის შეუთანხმებლობა წარმოიშვება  დავას წყვეტს სასამართლო.
 ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება.
 ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის იურიდიულ პირსაც.
მემკვიდრეობით სამართალში ასევე არსებობს სავალდებული წილის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებული წილს მამკვიდრებლის ქონებიდან. სავალდებული წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე. ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
რაც შეეხება სამკვიდროს მიღებას, მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მემკვიდრე შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების თაობაზე ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს სამკვიდრო მოწმობას.
სამკვიდრო მიღებულად ითვლება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვითაც, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.
ავტორი: ადვოკატი ბიძინა ჩხეიძე.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.