ვაკანსია -> იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS’’ აცხადებს კონკურსს.

,,KH & PARTNERS’’  თავისი  ვებ გვერდის mylawyers.ge  მეშვეობით საზოგადოებას ყოველდღიურად სთავაზობს სამართლებრივ სიახლეებს.

იურიდიული  ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წახალისებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება კონკურსი რათა  იურისტებმა  ჩვენს ვებ გვერდზე mylawyers.ge  გამოაქვეყნონ  სამართლებრივ საკითხებზე მათ მიერ  შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები რეფერატები, სტატიები, გააცნონ ისინი საზოგადოების ფართო ფენებს.

კონკურსში მონაწილეობა:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის  სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს;
  • ნაშრომები გადმოგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტაზე hr@mylawyers.ge, ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და ელ–ფოსტა, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს “საკონკურსო ნაშრომი”
  • მიიღება მხოლოდ იურიდიული თემატიკის ნაშრომი;
  • ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს  მინიმუმ 3 გვერდი;
  • დაცული უნდა იყოს აკადემიური სტილი;
  • ნაშრომ გამოქვეყნდება იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS’’ ვებ-გვერდზე myalawyers.ge
  • ნაშრომები მიიღება 15 თებერვლიდან 10 ივნისის  ჩათვლით.

გამარჯვებულად გამოცხადდებიან მონაწილენი:

  • რომლებიც ყველაზე მეტ ნაშრომს წარმოადგენენ.

კონკურსი გამოავლენს 3 გამარჯვებულს: პირველი, მეორე და მესამე ადგილები.

პრიზები

I ადგილი – სტაჟირება იურიდიული კომპანია ,,KH & PARTNERS’’ ში და ფულადი პრიზი.

II ადგილი – ელექტრონული წიგნის წამკითხავი (Kindle).

III ადგილი – იურიდიული ლიტერატურის ნაკრები.

პასუხისმგებლობა საავტორო უფლებების დარღვევაზე  ეკისრება ნაშრომის გამომგზავნს.