ახალი ამბები -> ბრალდებულს ,,მკვლელობა ჩაუდეს”!

24.02.2022

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ლ.მაღლაკელიძე, რეზონანსული მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდებულ ლევან ჩიხლაძეს მკვლელობისთვის მისჯილი აქვს 11 წლით პატიმრობა. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქმეში ჩაერთო სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად ამისა მან შეძლო და მოიპოვა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომლებმაც მთლიანად თავდაყირა დააყენეს განაჩენი. გაირკვა, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე ყალბი მოწმეა და იგი ატყუებდა სასამართლოს.